თეგი: დონალდ ტრამპი

Forbes: დონალდ ტრამპის ქონება წელიწადში $600 მილიონით გაიზარდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება $2,4 მილიარდიდან ერთ წელიწადში $3 მილიარდამდე გაიზარდა. ამის შესახებ Forbes მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით წერს. 2021 წელს დონალდ ტრამპმა შექმნა თავისი სოცილური პლატფორმა Truth Social, რომელსაც Trump Media მართავს.   თუმცა მისი კაპიტალის ძირიტადი ნაწილია უძრავი ქონება ნიუ-იორკში. ტრამპმა მიიღო $430 მილიონი ინვესტორებისგან Trump Media-ში.  Forbes მილიარდერების რეიტინგში დონალდ ტრამპი 1076-ე ადგილზეა. 

დონალდ ტრამპი უკრაინაში ომზე: ეს გენოციდია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. „ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია და მსგავსი არაფერი გვინახავს აქამდე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მზარდი ინფლაციის შესახებ გამოსვლისას, 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის. პუტინის მტკიცებით, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

დონალდ ტრამპი: რუსეთმა და უკრაინამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწიონ

"აუცილებელია, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწიონ", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუმცა მოხდა. გადაწყვეტა ვერასდროს იქნება ისეთი კარგი, როგორიც ომის დაწყებამდე იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტა არსებობს და მისი მიღწევა ახლაა საჭირო და არა მოგვიანებით, როდესაც ყველა მოკვდება!“ - აღნიშნა ტრამპმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.  ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი: უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, რომლის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული გათავისუფლებაა

დონალდ ტრამპი: ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს

"ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „პუტინი ყოველთვის იყენებს სიტყვა ბირთვულს, მაგრამ ეს არ მუშაობს, უბრალოდ არ მუშაობს. თუმცა, ის იყენებს ამ სიტყვას ყოველდღიურად. ბაიდენმა მას უნდა უპასუხოს, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი და ისტორიაში საუკეთესო წყალქვეშა ძალა. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად ძლიერები ვართ. ამიტომ აღარასოდეს უნდა გამოიყენონ სიტყვა „ბირთვული იარაღი“, - განაცხადა ტრამპმა. 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს.  22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ  მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს  პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.  პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა  რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა სერგეი ლავროვი: ბირთვული ომის საფრთხე რეალურია  

ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა

აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ფლორიდაში მდებარე მისი რეზიდენცია გაჩხრიკეს. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ". „ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ. ოფიციალური კომენტარი აშშ-ს უწყებებს არ გაუკეთებიათ. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.

დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს - CNN

აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი 10 აგვისტოს დაკითხავს. იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, უპასუხებს თუ არა ტრამპი კითხვებს, თუ თავს დაიცავს მეხუთე შესწორების უფლებით დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემისას. ამ ინფორმაციას წინ უძღვის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების მიერ ფლორიდაში მდებარე ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარება. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ". „ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ. მოგვიანებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კომენტარი გავრცელდა, რომლის თანახმად, კანონზე მაღლა არავინ დგას. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.

დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს კითხვებზე არ უპასუხა

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.  ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკოსის თქმით, მან ყველა მოქალაქისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და პრივილეგიებით ისარგებლა. დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს - CNN ტრამპის განცხადება მას შემდეგ გახმაურდა, რაც აშშ-ის ექსპრეზიდენტი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის ოფისში მივიდა, რათა ჩვენება მიეცა საქმეზე, რომელიც Trump Organization-ში სავარაუდო ფინანსურ თაღლითობას ეხებოდა. ტრამპის კომპანია, სესხის აღების მიზნით აქტივების ღირებულების ხელოვნურად გაბერვაშია ეჭვმიტანილი. რესპუბლიკელი ტრამპი უარყოფს ბრალდებებს და მიმდინარე გამოძიებას დემოკრატების მიერ ინიცირებულ „ჯადოქრებზე ნადირობას“ უწოდებს.  9 აგვისტოს ფლორიდაში ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა. ტრამპი ამტკიცებს, რომ ჩხრეკა - ისევე როგორც მის წინააღმდეგ მიმდინარე სხვა გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული და მისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხდელის შეშლას ისახავს მიზნად.   

უცხოური მედია: გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს, მათგან რამდენიმე დოკუმენტს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს. როგორც დაზუსტდა, ჩხრეკისას ამოღებულია 20-მდე ყუთი ნივთებით, საქაღალდე ფოტოებით, ხელნაწერი. ასევე ნაპოვნია დოსიე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე. ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ექს-პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვებამდე თავისი უფლებამოსილება გამოიყენა მასალებზე საიდუმლოს გრიფის მოხსნისთვის. ამასთან, თავად ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.  

ბაიდენმა ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე კომენტარი გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარყო, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. კითხვაზე, წინასწარ ეცნობა თუ არა მას ბიუროს გეგმების შესახებ, ბაიდენმა უპასუხა: „მე არ მიმიღია წინასწარი შეტყობინება“. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. 9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მისმა ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა.  

FBI-იმ დონალდ ტრამპის სახლში, ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ დოკუმენტი ამოიღო

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ფლორიდაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტი ამოიღო. ბაიდენმა ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე კომენტარი გააკეთა როგორც უცხოური პრესა წერს, საერთო ჯამში სამართალდამცველებმა  ტრამპის სახლიდან 11 000-ზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი ამოიღეს. " აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტია ნაპოვნი. ამასთან, ჩხრეკისას ნაპოვნია 88 ცარიელი საქაღალდე, რომელთაგან 48-ში საიდუმლო ინფორმაცია, ხოლო 40-ში კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა ყოფილიყო.", - ნათქვამია ინფორმაციაში. ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მისმა ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა.  

ნიუ-იორკის პროკურორმა დონალდ ტრამპი და მისი უფროსი შვილები თაღლითობაში დაადანაშაულა

ნიუ-იორკის შტატის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისი უფროსი შვილების და ასევე კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News- ავრცელებს. "სარჩელი 200 გვერდზე მეტს მოიცავს, სადაც დონალდ ტრამპს მის ნათესავებსა და ბიზნეს ორგანიზაციას ბრალად ედებათ წლების განმავლობაში ფინანსური თაღლითობა, მათ შორის კომპანიის კაპიტალიზაციის შესახებ ყალბი მონაცემების მიწოდება, რომელიც ან არასაკმარისად იყო შეფასებული, ან გადაჭარბებული იყო, ხელსაყრელი პირობებით კრედიტის ასაღებად, ან ნაკლები გადასახადების გადასახდელად", - განაცხადა პროკურორმა. ამასთან, საგამოძიებო უწყება ტრამპს 10 წლის განმავლობაში თაღლითობის 200 ეპიზოდში ადანაშაულებს.  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, დონალდ ტრამპი ჩვენების მისაცემად დაიბარა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩვენების მისაცემად დაიბარა. ამასთა, კომიტეტი 2021 წლის 6 იანვარს კაპილოტიუმზე მომხდარ შტურმს იძიებს,  "ტრამპმა 4 ნოემბრამდე დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს, 14 ნოემბრიდან კი ფიზიკურად, ან ვირტუალურად მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის სხდომაში", - აცხადებენ კომიტეტის წარმოამდგენლები. ამ ეტაპზე უცნობია, შეასრულებს, თუ არა ტრამპი კომიტეტის მოთხოვნას, რადგან ტრამპს უფლება აქვს, მოთხოვნა სასამართლოში გაასაჩივროს. ცნობისთვის, შშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, სტივ ბენონს ბრალი მას შემდეგ წაუყენა, რაც ბენონსმა უარი თქვა კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე კონგრესის კომიტეტისთვის დოკუმენტები წარედგინა და ჩვენების მისაცემად გამოცხადებულიყო.  

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია და აღარ იმართება რადიკალი მემარცხენე გიჟებისა და მანიაკების მიერ, რომლებსაც ნამდვილად სძულთ ჩვენი ქვეყანა. Twitter-მა ახლა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მოიშოროს ყველა ბოტი და ყალბი ანგარიში“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ილონ მასკს პარასკევამდე უნდა დაესრულებინა Twitter-ის შესყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კომპანიასთან სამართალწარმოების დაწყება მოუწევდა.Twitter-მა მასკს გარიგების დასრულებუს მიზმნით, სასამართლოშუ უჩივლა. დელავერის (აშშ) სასამართლომ, საქმის დაჩქარებული განხილვა გადაწყვიტა.  

დონალდ ტრამპი: 15 ნოემბერს "დიდ განცხადებას" გავაკეთებ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 15 ნოემბერს „დიდი განცხადების“ გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა ოჰაიოში რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნედ პრაისი: აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას "მე ვაპირებ ძალიან დიდ განცხადების გაკეთებას სამშაბათს, 15 ნოემბერს, მარ-ა-ლაგოში" - თქვა ტრამპმა მხარდამჭერების წინშე ოჰაიოში, ორშაბათს ღამით, სადაც ის ატარებდა შუალედური არჩევნების ბოლო მიტინგს. პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა აღიარა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა ცნობისთვის, დღეს ამერიკელები ხმას აძლევენ არჩევნებში, რომლის შედეგებმაც შეიძლება გამოიწვიოს რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ერთი ან ორივე პალატის კონტროლი.  

აშშ-ში ამაღელვებელი ღამეა - ტრამპი

აშშ-ში ამაღელვებელი ღამეა, - ასე მიმართა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხრეებს. დონალდ ტრამპი: 15 ნოემბერს "დიდ განცხადებას" გავაკეთებ მისივე თქმით, არჩევნებს რესპუბლიკელები მნიშვნელოვნად იგებენ. აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ. აშშ-ს რესპუბლიკური პარტია, სავარაუდოდ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის 80-ის წინააღმდეგ 134 ადგილს იკავებს. „სენატში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა დაიკავეს 40 ადგილი“,- გამოითვალა CNN-მა. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის აუცილებელია 218 ადგილი, სენატში - 50. სენატში ორივე მხარის მიერ თანაბარი რაოდენობის ადგილების დაკავების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს რჩება. ამ თანამდებობას ახლა დემოკრატი კამალა ჰარისი იკავებს. ხმების დათვლა გრძელდება.  

დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მანამდე, ის აშშ-ის მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ქვეყანას „ძველ დიდებას“ დაუბრუნებს.  თეთრ სახლში დასაბრუნებლად მან ჯერ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში უნდა მოიგოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად დონალდ ტრამპი სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით აშკარად ლიდერობს. „კონსერვატორებს შორის ექს-პრეზიდენტი უფრო პოპულარულია ვიდრე მისი თანაპარტიული კონკურენტები და ბევრი ფანატიკოსი მხარდამჭერი ჰყავს“,,- წერს „დოიჩე ველე“. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე იყო. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი, დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა.   

ილონ მასკის თქმით, დონალდ ტრამპის ანგარიში Twitter-ზე აღდგენილია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია. ამის შესახებ Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა. მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა. Twitter-ის მომხმარებლებმა ტრამპის ანგარიშის აღდგენას მხარი დაუჭირეს. მასკის თქმით, Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა ხმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიში 2021 წელს, ძალადობის წაქეზების რისკის გამო დაიბლოკა. მედია წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, Twitter-ზე არ დაბრუნდეს, ადრე განაცხადა, რომ საამისოდ ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს.  

ტრამპი Twitter-ზე დაბრუნებას აღარ გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ანგარიში, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე განბლოკეს, სოციალურ ქსელში დაბრუნებას არ გეგმავს. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „სოციალურ ქსელში მომხმარებლების ვარდნა და ძალიან ბევრი ყალბი ანგარიში", დაასახელა. ტრამპმა ყველა მხარდამჭერი, თავის სოციალურ ქსელში მიიწვია. „ქსელზე მომხმარებელთა წვდომა მზარდია და ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე Twitter-ი", - თქვა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა. მანამდე Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა გამოკითხვა, აღედგინა თუ არა დონალდ ტრამპის ანგარიში. კენჭისყრის შედეგები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის სასარგებლოდ გადაწყდა და მილიარდერმა, პოლიტიკოსის ანგარიში განბლოკა.  

ნიუ-იორკის სასამართლომ „ტრამპის ორგანიზაცია" თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, „ტრამპის ორგანიზაცია"(Trump Organization), რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი ოჯახის წევრების ქონებას მართავს, საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.  ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის ყველა ბრალდება, რომლებიც უკავშირდება 15 წლის განმავლობაში საგადასახადო სამსახურების მოტყუებას და საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბებას. Trump Organization-ს $1.6 მილიონის ჯარიმა ემუქრება. მოსამართლე განაჩენს 13 იანვარს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.  

Twitter-მა დონალდ ტრამპი ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად დაბლოკა - მასკი

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ დაურღვევია სოციალური ქსელ, Twitter-ის წესები, ის ზეწოლის გამო დაბლოკეს. ამის შესახებ ილონ მასკმა „ტვიტერში“ დაწერა. „ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად, „ტვიტერმა“ დაბლოკა ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რომ ისინი თავად აცნობიერებდნენ, მას არ დაურღვევია წესები“, – დაწერა მასკმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკეს.  

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა

ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ. CNN-ის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ადვოკატის თქმით, ტრამპი სასამართლოს წინაშე მომავალი კვირის დასაწყისში წარდგება, სადაც ბრალს წაუყენებენ. ტრამპი პასუხობს ბრალდებას და მას "პოლიტიკურ დევნას" უწოდებს.   საბრალდებო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ბრალდებები ამ დროისთვის საჯაროდ ცნობილი არ არის, განუცხადა წყარომ CNN-ს. მანამდე, მედიაში გავრცელებული დეტალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს.  

დონალდ ტრამპი ბრალის წარდგინების პროცესის დროს ფორმალურად დაკავებულია

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაკავებულია, სასამართლოს მიერ ბრალის ოფიციალურად წარდგინებამდე. მედია წერს, რომ დაკავების ფარგლებში, ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ. ნიუ-იორკის სასამართლოში მისულ ტრამპს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. CNN წერს, რომ სასამართლოში მისვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ოფიციალურად, ბრალის წაყენების პროცესის დროს დაკავებულია. ტრამპი დაესწრება სასამართლო სხდომას, სადაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებებს წაიკითხავენ. დაკავების დროს ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს, რადგან ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.   ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს წარუდგენენ.   უფრო ადრე, ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ში გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ მანჰეტენისკენ მიემართება. „ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება”, - დაწერა დონალდ ტრამპმა. ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ. დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა 31 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ბრალის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა მასთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს.

ბრალის წარდგენის შემდეგ, დონალდ ტრამპმა სასამართლო დატოვა

პროკურატურის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაშია ბრალდებული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს თითქმის ერთი საათის შემდეგ ტოვებს. ამის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ. ტრამპი უკვე ფლორიდაში გაემგზავრა. დონალდ ტრამპის 34-პუნქტიანი ბრალდება მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრაგმა გამოაქვეყნა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ ცნობს. პროკურორის თქმით, საუბარია 2016 წლის არჩევნების წინ, ტრამპის ადვოკატ მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ თანხაზე, რათა ამ უკანასკნელს ტრამპთან წარსული სექსუალური კავშირის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. პროკურორის თქმითვე, მოგვიანებით, ტრამპმა ეს თანხა – 130 000 დოლარი კოენს დაუბრუნა. დონალდ ტრამპი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ის ადვოკატს იურიდიული მომსახურებისთვის უხდიდა თანხას, პროკურორი სიცრუეს უწოდებს. პროკურატურის ვერსიით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ასევე პროკურატურის განცხადებით, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განზრახ გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, რათა ამომრჩევლებისთვის 2016 წელს ინფორმაცია დაემალა. „პროკურატურა ვერ დაუშვებს, რომ ნიუ-იორკში ბიზნეს დოკუმენტაცია გაყალბდეს დანაშაულის დაფარვის მიზნით“, - წერია განცხადევაში. ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარუდგინეს. დონალდ ტრამპის საქმეზე შემდეგი მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.  

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა - ტრამპი

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბრალის წარდგენის შემდეგ, დონალდ ტრამპმა სასამართლო დატოვა დონალდ ტრამპი ბრალის წარდგინების პროცესის დროს ფორმალურად დაკავებულია „ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა. ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ. დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა 31 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ბრალის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა მასთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს.  

ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეზე დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეზე დამნაშავედ ცნეს. CNN-ის ცნობით, მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის სამოქალაქო სარჩელში დამნაშავედ ცნო და მის წინააღმდეგ შევიწროებისთვის და ცილისწამებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს, რომ ტრამპმა სექსუალურად შეავიწროვა კეროლი 1996 წელს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის მოსაზომ კაბინაში და მისთვის დაახლოებით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს. ტრამპი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. ნაფიცმა მსაჯულებმა საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებითაც და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.  

ტრამპი მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს. „საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, ვინ არის ეს ქალი. ეს ვერდიქტი სამარცხვინოა, ყველა დროის უდიდეს კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეზე დამნაშავედ ცნეს.  

დონალდ ტრამპს შპიონაჟის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი იწყება. აშშ-ის ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებას. ტრამპის ადვოკატმა ჯიმ ტრასტიმ ტელეკომპანია CNN-თან დაადასტურა, რომ 7-პუნქტიანი ბრალდება მომდინარეობს კანონიდან შპიონაჟის შესახებ და ეხება შეთქმულებას, ცრუ განცხადებებს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას. ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში სამშაბათს დაიბარეს. „მე უდანაშაულო ვარ. არაფერი დამიშავებია. უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, - აღნიშნა ტრამპმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ფედერალური ბრალდება წაუყენეს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს წელს უკვე მეორედ წაუყენეს ბრალი. აპრილში, მანჰეტენის ოლქის პროკურორმა მას ბრალი ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით 34 მუხლით წაუყენა.  

დონალდ ტრამპი ფორმალურად მეორედ დააკავეს

აშშ-ის ყოფილპრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა, სადაც ფორმალურად დააკავეს. CNN-ი წერს, რომ ტრამპი ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში მივიდა, სადაც იგი ფორმალურად დააკავეს საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადოდ მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით. ტრამპის დაკავების შემთხვევა ფორმალური პროცედურაა, ამიტომ ყოფილ პრეზიდენტს ბორკილები არ დაადეს და „დაკავების ფოტო” არ გადაუღეს. სასამართლომ მოსმენის დროს ნებისმიერი ტრანსლაცია, ასევე ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალა. მას ფორმალური დაკავებიდან გაათავისუფლებენ და ტრამპი საკუთარი მხარდაჭერების წინაშე დაანონსებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. დონალდ ტრამპი 37-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. მაიამის სასამართლოში, მაგისტრატმა მოსამართლე ჯონათან გუდმანმა ტრამპს მის წინააღმდეგ წაყენებული 37 ბრალდება წარუდგინა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს - იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია. ასევე წაიკითხეთ: დონალდ ტრამპი ბრალის წარდგინების პროცესის დროს ფორმალურად დაკავებულია  

დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს

დონალდ ტრამპს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე წაუყენეს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. ეს მუხლებია: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს. შეთქმულება 6 იანვრის კონგრესის სხდომის შეფერხების მიზნით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შეგროვებული შედეგების დათვლა და დამოწმება ხდება. შეთქმულება ხმის მიცემის უფლებისა და ხმის დათვლის წინააღმდეგ. საარჩევნო ხმის დამოწმებისთვის ხელის შეშლა და ხელის შეშლის მცდელობა. დონალდ ტრამპი ფორმალურად, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მესამედ დააკავეს, თუმცა მომდევნო სასამართლო პროცესის მოლოდინში გაათავისუფლეს. პროცესი 28 აგვისტოსაა ჩანიშნული. „ძალიან სევდიანი დღეა ამერიკისთვის,“- აღნიშნა ტრამპმა, რომელმაც სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მის წინააღმეგ წაყენებული ბრალდებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა პოლიტიკური ოპონენტის დევნაა.  ფედერალური პროკურორები ამტკიცებენ, რომ ტრამპს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა და რომ მან და ექვსმა თანამზრახველმა მოაწყვეს შეთქმულება, რათა არჩევნების შედეგები შეეცვალათ, რამაც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტი გამოიწვია გარდა ამისა, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.

ტრამპის საქმის განსახილველად ჯორჯიის შტატში ახალი მოსამართლე დაინიშნა

აშშ-ის ყოფილი პრეზოდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამარლის საქმეს, 2020 წლის არჩევნების გაყალბების მცდელობის საქმეზე ჯორჯიის შტატში, მოსამართლე სკოტ მაკაფი განიხილავს. მაკაფი მანამდე ფულტონის ოლქის პროკურორის ფანი უილისის კაბინეტში მუშაობდა. მაკაფი მოსამართლედ მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის ბრაიან კემპის მიერ. მაკაფი მოსამართლე გახდა მას შემდეგ, რაც 2021 წლიდან მსახურობდა გენერალურ ინსპექტორად, იძიებდა ჯორჯიის შტატში აღმასრულებელი ორგანოების თაღლითობისა და გაფლანგვის საქმეებს. მანამდე ის საოლქო პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა. ტრამპი ბრალდებებს უარყოფს. ორწლიანი გამოძიების შემდეგ, აშშ-ის ჯორჯიის შტატის საოლქო პროკურორმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ოლქში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა. ეს მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის მეოთხე საქმეა.  

ტრამპი ფულტონის ციხიდან $200 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა ფულტონის ოლქის ციხეში, საიდანაც 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს. ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ციხის ჩანაწერებში აღნიშნულია, როგორც დაკავებული პირი #P01135809. ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში ციხეში ყოფნას საშინელი და ძალიან სამწუხარო გამოცდილება უწოდა. „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებ და ახლა უკვე ოთხჯერ მაქვს ბრალი წაყენებული," - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა. ტრამპს ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული.  

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის ხანმოკლე პატიმრობის ფოტოზე: სიმპათიური ბიჭია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ფორმალურ დაპატიმრებას და ციხეში გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას გამოეხმაურა. „მე ვნახე ფოტო ტელევიზიით. სიმპათიური ბიჭია,“ - განაცხადა ბაიდენმა. ტრამპი ფულტონის ციხეში 23 აგვისტოს გამოცხადდა. ის დაახლოებით 20 წუთით დააპატიმრეს, თითების ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა საპატიმრო 200 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის საფუძველზე დატოვა.  

ზელენსკი: ტრამპი არასოდეს დაუჭერს მხარს პუტინს

უკრაინის პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკის მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხარს არ დაუჭერს. „რუსეთის ლიდერს არ აქვს ტრამპის მხარდაჭერის შანსი, რადგან „ეს არ არის ის, რასაც ძლიერი ამერიკელები აკეთებენ. ტრამპი არასოდეს დაუჭერს მხარს პუტინს,“ - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა Economist-თან ინტერვიუში. ამასთან, ზელენსკის თქმით, ის ელის, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯო ბაიდენი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, თუ ის მეორედ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი.   

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად ცნო

ნიუ-იორკის სასამართლომ დაადგინა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი შვილები თაღლითობაზე არიან პასუხისმგებლები. მოსამართლემ გააუქმა ტრამპის ზოგიერთ კომპანიას, მათ შორი Trump Organization-ის ბიზნეს სერთიფიკატი და განაცხადა, რომ ტრამპები აწვდიდნენ ყალბ ფინანსურ ანგარიშგებას დაახლოებით ათი წლის განმავლობაში. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც ტრამპებმა კრედიტორებს და მზღვეველებს აწვდიდნენ დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ყალბი იყო და თქვა, რომ ისინი არაერთხელ იყვნენ ჩართულნი თაღლითობაში. ტრამპის ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილებას "მართლმსაჯულების შეცდომა" უწოდა. გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპს გასულ სექტემბერს უჩივლა, რომლითაც მოითხოვს 250 მილიონი დოლარის ანაზღაურებას, ტრამპებისთვის ნიუ-იორკში ბიზნესის წარმოების აკრძალვას, კომპანიის საქმიანი ტრანზაქციის შეჩერება ხუთი წლის განმავლობაში. პროცესი 2 ოქტომბერს დაიწყება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: დონალდ ტრამპს თუ კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია, გამიზიაროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, გაეცნოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, თუ მას ასეთი გეგმა აქვს. „მე მზად ვარ. თუ მას კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია, გამიზიაროს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ ეს ომი, თუ დონბასსა და ყირიმს რუსეთს გადავცემთ. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა ასეთი სამშვიდობო გეგმისთვის მზად არ არის. ეს სამშვიდობო გეგმა არ არის,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფა ძალიან სწრაფად შეუძლია.  

სასამართლომ დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა. CNN-ის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე -14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. კერძოდ, მე-14 შესწორებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფიცს დებენ კონსტიტუციის წინაშე, ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება, თუ ამბოხებაში მონაწილეობდნენ. სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის ამბოხებაში და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა არ ეხება პრეზიდენტს. შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ როგორც СNN წერს, ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე. განჩინება 4 იანვრამდე, გასაჩივრებამდე შეჩერდება. კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა მოგვარდეს, რომელიც კანონით დადგენილი ვადაა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერისის კანდიდატთა სიის დასადგენად.  

კოლორადოს შემდეგ, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერისში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა, შენნა ბელოუსმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. შენნა ბელოუსის განცხადებით, ტრამპი უფლებამოსილი არ არის, არჩევნებში კენჭი იყაროს იმის გამო, რომ მისმა ქმედებებმა 2021 წელს აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია. 34-გვერდიან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უნდა მოიხსნას მაინის კენჭისყრიდან აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების გამო, რომელიც ამბოხებაში ჩართულ პირს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. „რამდენიმე თვის განმავლობაში და 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპი იყენებდა ცრუ ნარატივს არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა წაეხალისებინა თავისი მხარდამჭერები და მიემართა ისინი კაპიტოლიუმისკენ,“ - აცხადებს შენნა ბელოუსი. 20 დეკემბერს სასამართლომ დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა.  

დმიტრო კულება: ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ, უნდა იცოდე - როგორ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ ფიქრობს, რომ 2024 წელს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად შესაძლო არჩევას შეუძლია, ნეგატიურად იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერაზე, თუ ტრამპისადმი მიდგომას იპოვიან. მისი თქმით, ტრამპი ისეთი ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ. „ტრამპი თავისი, ასე ვიტყოდი, ულტრაქარიზმატული საქციელებით, თავისი რეპუტაციითა და ფრაზებით აღიქმება. მაგრამ ვინ მიყიდა უკრაინას პირველი ამერიკული იარაღი? - პრეზიდენტმა ტრამპმა - Javelin. ვინ დაიწყო უკრაინისთვის პირველი სამხედრო-საზღვაო გემების, Island და Mark-6 ტიპის კატერების, უფასო გადაცემა? - ტრამპმა. ვინ ებრძოდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს და სანქციები დაადო ცნობილ, მაგრამ უკვე მივიწყებულ გემს Fortuna, რომელიც ამ გაზსადენს აწყობდა? - ეს ტრამპი იყო,” - განაცხადა კულებამ. მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრამპთან ან ნებისმიერ სხვა ამერიკელ ლიდერთან რაიმე შეთანხმებების არსებობის შესაძლებლობა უარყო. „ამიტომ ტრამპი - ის ადამიანია, რომელთან მუშაობაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა იცოდე მასთან მუშაობა. თუ არჩევნებამდე მივა და თუ გაიმარჯვებს, ის სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე პრეზიდენტი ბაიდენი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უზომოდ მადლიერები ვართ. ძალიან ბევრი „თუ“ არსებობს, მაგრამ უკრაინას არაფრის არ უნდა ეშინოდეს, არანაირი არჩევნების და არანაირი მოქმედი ან სამომავლო პოლიტიკოსების,“ - განაცხადა კულებამ.    

ბაიდენი: ტრამპი იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, რითიც იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ. ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპი ამაყად აქვეყნებს სოციალურ მედიაში სიტყვებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის 2024 წლის კამპანიას: „შურისძიება, ძალაუფლება, დიქტატურა.“ „დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია მას ეძღვნება, არა ამერიკას ან თქვენ. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. მას სურს, დემოკრატია შესწიროს ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენი კამპანია განსხვავებულია, ჩემთვის და კამალასთვის ჩვენი საარჩევნო კამპანია ამერიკას ეძღვნება, ყველა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. ის მომავალს ეძღვნება, რომლის აშენებასაც ჩვენ ერთად ვაპირებთ,“ – განაცხადა ბაიდენმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის კრიტიკას აიოვაში სიტყვით გამოსვლისას უპასუხა. ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტი სისუსტეში, არაკომპეტენტურობაში, კორუფციასა და წარუმატებლობაში დაადანაშაულა. „ბაიდენის მიღწევაა სისუსტის, არაკმპეტენტურობის, კორუფციისა და წარუმატებლობის უწყვეტი ხაზი. სხვა მხრივ, ის საკმაოდ კარგად მუშაობს, არა? ეს არის ჯოჯოხეთური სია. სწორად ამიტომ თაღლითი ჯო პენსილვანიაში დგამს შიშის გაღვივების პათეტიკურ კამპანიას. ნახეთ ის? მათ მთავრობა იარაღად აქციეს და ის ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ,“ – განაცხადა ტრამპმა. „დემოკრატებმა მთავრობა იარაღად აქციეს და ბაიდენი ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს პრეზიდენტად კენჭისყრა. უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო დონალდ ტრამპის აპელაცია კოლორადოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც მას პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა. უზენაესი სასამართლო საქმეს თებერვალში განიხილავს და მისი გადაწყვეტილება ყველა შტატზე გავრცელდება. დეკემბერში კოლორადოს სასამართლომ დონალდ ტრამპს რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციის მე-14 შესწორება გამოიყენა, რომელიც უკრძალავს ფედერალური თანამდებობების დაკავებას პირებს, რომლებიც ამბოხში მონაწილეობდნენ. 27 შტატის გენერალურმა პროკურორებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს თხოვნით, გააუქმოს კოლორადოს სასამართლოს დადგენილება. მიმართვის ავტორების შეფასებით, ტრამპის არჩევნებიდან გამორიცხვა „ფართომასშტაბიან ქაოსს“ შექმნის.

სასამართლომ დონალდ ტრამპს New York Times-ისთვის 400 000-მდე დოლარის გადახდა დააკისრა

ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და 2 გამომძიებელი ჟურნალისტისთვის 392 638 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ New York Times-სა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრალდებები არ გაითვალისწინა. Associated Press-ის ცნობით, მოსამართლე რობერტ რიდის გადაწყვეტილებით, ტრამპმა გამოცემასა და ჟურნალისტებს მათ წინააღმდეგ შეტანილი წარუმატებელი სარჩელის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. „დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება პრესის თავისუფლების დასაცავად ძლიერი ძალა შეიძლება იყოს. ეს სასამართლოს გზავნილია მათთვის, ვისაც ჟურნალისტების გასაჩუმებლად სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება უნდათ," - განაცხადა New York Times-ის სპიკერმა. 2021 წელს ტრამპმა New York Times-ის, მისი სამი ჟურნალისტისა და საკუთარი ძმისშვილის, მერი ტრამპის, წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ტრამპი 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიის გამო, 100 მილიონი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ის ჟურნალისტებს მისი ძმისშვილის მიზანმიმართულად მოძიებასა და მისგან კონფიდენციალური საგადასახადო ჩანაწერების გამოთხოვნაში ადანაშაულებდა. მერი ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი კვლავ განიხილება და მისი თხოვნა სასამართლოს დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მოსამართლემ უარყო.   

ლავროვი: ტრამპის დაბრუნება არ გააუმჯობესებს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებამ იმოქმედოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე. ლავროვის თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის "უამრავი კეთილგანწყობის ჟესტი უგულებელყო." მან არ განმარტა, რაზე იყო საუბარი. მინისტრი ამტკიცებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დროს ურთიერთნდობის „ეროზია“ დაიწყო. გარდა ამისა, ლავროვის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგით, მათ შორის, უკრაინის ომის საკითხზე. ლავროვი ახლა შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.  ვაშინგტონს ლავროვის ამ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNBC-თან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ პუტინი არ შეჩერდება უკრაინის წინააღმდეგ ომში, მან შესაძლოა, შემდგომი აგრესია NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ განახორციელოს, რაც აიძულებს აშშ-ს, უშუალოდ ჩაერიოს კონფლიქტში. ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია  

კანადისთვის ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას ნიშნავს - ტრუდო

კანადისთვის დონალდ ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. კანადის პრემიერის თქმით, კანადამ უკვე გაიარა გამოწვევები ტრაპის ადმინისტრაციის პირობებში, შესაბამისად, მისი მეორე ვადით არჩევა კანადისთვის „არაპროგნოზირებად“ ვითარებას წარმოადგენს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კანადა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგისთვის ემზადება, იქნება ეს ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევა თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება. „გამოწვევები გამოვიარეთ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდა, როდესაც ვამტკიცებდით, რომ კანადა და აშშ უკეთეს შედეგებს აღწევენ როდესაც ამას ერთად აკეთებენ. თვალსაჩინოა, რომ ბატონი ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს,” - განაცხადა ტრუდომ. მანვე აღნიშნა, რომ ოტავა ტრამპის შესაძლო მეორე ვადამდე აშშ-ში კანადის ინტერესების წინ წასაწევად ძალისხმევებს განაახლებს. ამ მიზნით ტრუდომ “კანადის გუნდის ურთიერთქმედების სტრატეგიის” შესახებ გამოაცხადა, რომელსაც კანადის მრეწველობის მინისტრი, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, და აშშ-ში კანადის ელჩი უხელმძღვანელებენ.  

სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის მიმართ ცილისწამებისთვის დონალდ ტრამპს 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

აშშ-ის მსაჯულთა ფედერალურმა ჟიურიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 83,3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება ზარალის კომპენსაციას მწერალ ე. ჯინ კეროლისთვის, რომელმაც ტრამპი მიუკერძოებელი ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა. 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერალ ჯინ კეროლისთვის, 65 მილიონი კი – ჯარიმა. მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა.  ჯინ კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელიც შეიტანა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა შელახა მისი რეპუტაცია და მიაყენა ემოციური ზიანი. 77 წლის ტრამპი აცხადებს, რომ არასოდეს გაუგონია კეროლის შესახებ და რომ ქალმა ეს ამბავი თავისი მემუარების უკეთ გასასაღებლად მოიგონა. გასულ წელს სასამართლო კოლეგიამ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა და ექსპრეზიდენტს ოთხი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.  

ბუდანოვი: სრული აბსურდია იმის თქმა, რომ ტრამპს და რესპუბლიკურ პარტიას რუსეთი უყვართ

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ტრამპის შესაძლო გამარჯვებაზე კომენტარს აკეთებს. კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ მას არ აწუხებს ტრამპის პოტენციური გამარჯვება. „ტრამპი "გამოცდილი ადამიანია. ის ბევრჯერ დაეცა და ისევ ადგა. და ეს ძალიან სერიოზული თვისებაა," - აღნიშნა ბუდანოვმა. ზოგიერთმა დემოკრატმა, მათ შორის პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა, ცალსახად განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის სეგმენტები მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მოიხსენიებენ ჯგუფს, როგორც "პუტინის მომხრე დანაყოფს.“ ბუდანოვმა ეს დახასიათება უარყო. „იმის თქმა, რომ (ტრამპი) და რესპუბლიკური პარტია რუსეთის ფედერაციის მოყვარულები არიან, სრული აბსურდია,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია  

„NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე

თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებას „შემაძრწუნებელი და დაუფიქრებელი“ უწოდა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააძლიერა ალიანსი, რადგან მან იცის, რომ ყველა მთავარსარდლის უპირველესი პასუხისმგებლობა ამერიკელი ხალხისა და იმ ღირებულებების დაცვაა, რაც მათ აერთიანებთ. „მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავი და შეუფერებელია და ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობასა და ჩვენს ეკონომიკას,” განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა.   NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნებისმიერ თავდასხმას NATO-ზე, ერთიანი და ძლიერი პასუხი მოჰყვება. „ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს რისკის ქვეშ აყენებს,“ - აღნიშნავს NATO-ს გენერალური მდივანი. ტრამის კომენტარს უგუნური უწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. „ტრანსატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერდა ამერიკელების, კანადელებისა და ევროპელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას 75 წლის განმავლობაში. NATO-ს უსაფრთხოებისა და (მუხლი) მეხუთე სოლიდარობის შესახებ უგუნური განცხადებები ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს და მას არ მოაქვს მსოფლიოსთვის მეტი უსაფრთხოება ან მშვიდობა," აღნიშნა შარლ მიშელმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობა სურს, ამბობს, რომ ის „წაახალისებდა“ რუსეთს, დაარტყას აშშ-ის რომელიმე NATO-ელ მოკავშირეს, რომლებიც, მისი აზრით, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს. 24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში კამპანიის დროს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის დახმარება, ისევე როგორც NATO არსებობა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც არ შეუსრულებია ვალდებულება. „მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები,“ - აღნიშნა ტრამპმა. 2016 წლის კამპანიის დროს ტრამპმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მისი ხელმძღვანელობით, შესაძლოა, უარი თქვას NATO-ს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და დაიცვას მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც მშპ-ს 2%-ს ხარჯავენ. 2022 წლის მდგომარეობით, NATO-ს ახლანდელი 31 წევრი ქვეყნიდან შვიდი ასრულებდა ამ ვალდებულებას. 2014 წელს მხოლდ სამი ქვეყანა იყო ასეთი. 2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, NATO-ს ზოგიერთ ქვეყანაში ხარჯების კიდევ უფრო გაზრდა აიძულა.  

ესტონეთის პრემიერი ტრამპის განცხადებაზე: შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს. „ვფიქრობ, იმან, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, ასევე, შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ თავდაცვისთვის“ - განაცხადა კაია კალასმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე მეცოლას შეფასებით ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით, თუ რა საშიშროება შეიძლება, მოჰყვეს მას, მაგრამ ასევე მტკიცედ უნდა გაიაზრონ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს. „ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას. ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ,“ - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.  

NATO-ზე ტრამპის კომენტარებმა, „რესპუბლიკელებში“ უთანხმოება გამოიწვია - მედია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარებმა NATO-ს მოკავშირეების დაცვაზე უარის თქმის შესახებ, რესპუბლიკელებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია The Hill-ზე დაყრდნობით წერს. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ლანკფორდმა განაცხადა, რომ ის არანაირად არ ეთანხმება, რომ შეერთებულმა შტატებმა ზურგი აქციოს მოკავშირეებს. რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ერნსტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა წაახალისოს ოპონენტები მსგავსი განცხადებებით. ტრამპის კომენტარებმა, დემოკრატებში შეშფოთება გამოიწვია, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი გარანტიები, გარდა იმისა, რომ აეკრძალოს აშშ-ის პრეზიდენტს NATO-დან კონგრესის თანხმობის გარეშე გასვლა, თუმცა რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო, რომელიც კანონმდებლობის ავტორი იყო, აღნიშნა, რომ კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ გარანტიები ვაშინგტონის ვალდებულებების გარშემო.  

NATO-ში აშშ-ის ელჩმა ტრამპის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა

NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ალიანსთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. მან უპასუხა Financial Times-ის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ალიანსის გენერალურ მდივანს, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებმა, რომლებიც ძირს უთხრის მეხუთე მუხლს, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცები. „კრემლის წახალისება საიმისოდ, რომ თავს დაესხას NATO-ს რომელიმე წევრს ან ალიანსის ტერიტორიას, მართლაც დიდ საფრთხეში აყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ამერიკელ ჯარისკაცებს და ჩვენი ალიანსის ჯარისკაცებს. ასეთი განცხადებები სახიფათო და გულწრფელად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლოა,“ - განაცხადა სმიტმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე  

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპის განცხადება NATO-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, სისულელეა, სამარცხვინოა, არაამერიკულია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება NATO-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, სისულელე, სამარცხვინო და არაამერიკულია. ბაიდენის თქმით, ტრამპის კომენტარი კიდევ უფრო ხაზს უსვამს, როგორი აუცილებელია აშშ-ის მიერ მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემა, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა და ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პაკეტის ჩავარდნა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, ვლადიმერ პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს. „ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ მოუხრია ქედი რუსი დიქტატორის წინაშე. ეს სისულელეა. ეს სამარცხვინოა. ეს საშიშია. ეს არაამერიკული," - აღნიშნა ბაიდენმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე  

სასამართლოს განაჩენით, დონალდ ტრამპმა 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმა უნდა გადაიხადოს

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, Trump Organization-ის აქტივების შეფასებისას თაღლითობისთვის 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ტრამპი ყოველწლიურად, ათი წლის განმავლობაში, თავისი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულებას 3,6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რაც საშუალებას აძლევდა, მიეღო უფრო ხელსაყრელი სესხის პირობები. სასამართლომ ასევე აუკრძალა ტრამპს სამი წლის განმავლობაში ნიუ-იორკის ნებისმიერი კომპანიის დირექტორობა ან თანამშრომლობა. იმავე პერიოდის განმავლობაში, ტრამპსა და მის კომპანიებს აკრძალული აქვთ სესხის მოთხოვნა ნიუ-იორკის ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებაში. ამას გარდა, სასამართლომ ტრამპის უფროს ვაჟებს - უმცროს დონალდსა და ერიკს - ოთხ-ოთხი მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულება დააკისრა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო "თაღლითობის მრავალრიცხოვან შემთხვევებში". ასევე, მათაც ეკრძალებათ ორი წლის განმავლობაში კომპანიების ხელმძღვანელობა ნიუ-იორკში. Trump Organization-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ალენ ვაისელბერგი, რომელმაც დანაშაული აღიარა საგადასახადო თაღლითობის შესახებ სხვა საქმეში, მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის. სასამართლომ მას ნიუ-იორკის ნებისმიერი კომპანიის ფინანსების მართვა სამუდამოდ აუკრძალა. ტრამპმა მის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ "კუდიანებზე ნადირობა" და "არჩევნებში ჩარევა" უწოდა. ამერიკელების ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი, რომელიც 2017-2021 წლებში იყო პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პოტენციური გამარჯვებულია. ამ შემთხვევაში, ის კონკურენციას გაუწევს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატს, ჯო ბაიდენს და რამდენიმე დამოუკიდებელ-უპარტიო კანდიდატს.  

WP: ევროკავშირი ამზადებს სარეზერვო გეგმას, თუ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ტრამპი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე

ევროპელი ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლას და ფიქრობენ სარეზერვო გეგმაზე იმ სცენარის გათვალისწინებით, თუ დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე. ამის შესახებ Washington Post-ი წერს. „როდესაც თავისუფალი სამყაროს ყოფილი და შესაძლოა, მომავალი ლიდერი ამბობს, რომ წაახალისებს რუსეთს NATO-ს მოკავშირეებზე თავდასხმისთვის, ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს აშშ-ის ვალდებულება ევროპისა და უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა. გამოცემის თანამოსაუბრემ დასძინა, რომ ყველაზე უარესი სცენარი გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას და პუტინისთვის ევროპის რეგიონის დესტაბილიზაციის საშუალების მიცემას. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ 17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კვლავ მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს, გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინაში და რომ უკრაინული ძალების მოქმედებები შეზღუდულია, რასაც „ავდიივკაში არსებული ვითარება ადასტურებს“. მან ასევე განაცხადა, რომ არ განიხილავს აშშ-ის დახმარების ალტერნატივებს, რადგან ელის, რომ საკითხი მოგვარდება და ვაშინგტონი სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპი არ იცნობს პუტინს, რადგან მასთან არასდროს უბრძოლია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ამერიკელების წინააღმდეგ“ წავა თუკი ის რუსეთის მხარდაჭერას აირჩევს უკრაინის გამო, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ცნობით. კიევში საუბრისას ზელენსკიმ განმარტა, რომ „ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, დონალდ ტრამპი იყოს (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ) პუტინის მხარეს.“ „ეს დაუჯერებელია,“ ციტირებს ზელენსკის სიტყვებც CNN. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ ტრამპი, რომელიც ასევე ამტკიცებდა, რომ არჩევის შემთხვევაში კონფლიქტს ერთ დღეში დაასრულებდა, არ ესმის პუტინის მიზნების. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ ის მას შეხვედრია, მაგრამ არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს...“  მე უკეთესად მესმის... ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა, რომ რომ რუსეთი „მილიარდებს“ ხარჯავს ომის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე და რომ მან წარმატებით გამოიყენა დეზინფორმაცია იარაღად -  გავლენა მოახდინა აშშ-ში დებატებზე. „უკრაინელი მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ავრცელებს რუსეთი ცრუ ნარატივებს,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია, მაგრამ  - ერთი პირობით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება. მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებს. „დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ,“– განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანეთის მაუწყებელ Channel 4 News-თან. ზელენსკიმ განმარტა, რომ თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების "ფორმულა", მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ტრამპი ორბანს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლებს - Bloomberg

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიიღებს. Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე, სავარაუდოდ, 8 მარტს შედგება. ვაშინგტონში უნგრეთის საელჩომ, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავარაუდო შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.  

ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა

ნიკი ჰეილიმ “რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეილიმ, დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა, ხმების 62.9% მოიპოვა, ყოფილმა პრეზიდენტმა კი - 33.2%-ი. დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში და კიდევ უფრო მიუახლოვდა შანსს, გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება. 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც "რესპუბლიკელების" შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.  

„სუპერ სამშაბათი“: შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპი და ბაიდენი იმარჯვებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატების ასარჩევად, ამერიკელებმა პრაიმერიზში ერთდროულად მიიღეს მონაწილეობა. მედია წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციას უკვე ავრცელებს. 5 მარტს, ორივე პარტიის ამომრჩეველი, დემოკრატები 14 შტატში და რესპუბლიკელები 15-ში, ერთად აძლევდნენ ხმას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მათ სასურველ პრეტენდენტს. BBC-ის ცნობით, ბაიდენმა გაიმარჯვა 14 შტატში, მაგრამ ამერიკის სამოას ტერიტორიაზე 11 ხმით დამარცხდა. ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 14 შტატში ლიდერობს. რაც შეეხება ვერმონტის შტატს, რესპუბლიკელების პრაიმერიზში, გამარჯვება დონალდ ტრამპის მთავარმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ მოიპოვა. გასულ კვირაში მან ვაშინგტონის შტატის პრაიმერიზშიც გაიმარჯვა. „ეს არის დროის წარმოუდგენელი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ,“ განაცხადა ტრამპმა. მან ჯო ბაიდენი გააკრიტიკა. „ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, რადგან არჩევანი არ გვაქვს,“ აღნიშნა ტრამპმა. ჯო ბაიდენის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას ქაოსი, განხეთქილება და სიბნელე ელოდება. „ოთხი წლის წინ, მე კენჭი ვიყარე იმ ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რომელსაც დონალდ ტრამპი ამერიკისთვის წარმოადგენდა. მას წყენა, შური და შურისძიება ამოძრავებს - ის საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ამერიკელ ხალხზე,“ - განაცხადა ბაიდენმა. შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულები მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილ პარტიულ ყრილობებზე ოფიციალურად გახდებიან ამ პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. როგორც ამერიკის ხმა წერს, ჩრდილოეთ კაროლინა “სუპერ სამშაბათში” მონაწილე ერთადერთი შტატია, რომელიც, სავარაუდოდ, მერყევი იქნება ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში. მერყევი შტატი გულისხმობს, რომ უცნობია თუ რომელ პარტიას მიემხრობა შტატის ამომრჩეველი. ტრამპმა 2020 წელს ჩრდილოეთ კაროლინა მცირე უპირატესობით მოიგო. ბოლო დემოკრატი კანდიდატი, რომელმაც შტატში გამარჯვებას მიაღწია, 2008 წელს ბარაკ ობამა იყო.  

CNN ტრამპისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს შეხვდა. დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვიქტორ ორბანი Heritage Foundation-ში, კონსერვატიულ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა. „ოჯახების მხარდაჭერა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა. ეს ევროპისა და აშშ-ის კონსერვატიულ ძალებს შორის თანამშრომლობის საერთო საფუძველია,“ - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე. ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის ვიდეოკადრები ვიქტორ ორბანმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კი, განაცხადეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დონალდ ტრამპმა უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების მნიშვნელობა. დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის შესახებ კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გააკეთა. „იცით, ვის ხვდება დღეს მარ-ა-ლაგოში? ორბანს უნგრეთიდან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ დემოკრატია არ მუშაობს, იგი დიქტატურისკენ ისწრაფვის,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. როგორც CNN იტყობინება, ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ვიქტორ ორბანთან "მეგობრული" შეხვედრა გამართა. „შემდეგ, ავტოკრატი კონცერტზე წაიყვანა,“ იუწყება ამერიკული ტელეარხი. ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრა "სოციალურ შეხვედრად" შეაფასა, რომელიც დღის წესრიგის გარეშე შედგა, ხოლო ცალკეულმა წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო "მეგობრული" შეხვედრა,“ წერს CNN. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN- დაუდასტურა, რომ თეთრ სახლს არ მიწვევია ორბანი ბაიდენთან შესახვედრად.  

ორბანი: ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინა-რუსეთის ომისთვის ერთ პენსაც კი არ გასცემს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ერთ პენსაც არ გასცემს უკრაინა-რუსეთის ომისთვის, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. გამოცემა M1-თან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი იყო დიდი ხნის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ დაუწყია.   „ვიცით, რომ მშვიდობის ადამიანია და ახლაც არ მალავს თავის შეხედულებებს, ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის მოტანა რუსეთსა და უკრაინას შორის ომში და ჩვენ არაფერი გვინდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის გარდა,“ - განაცხადა ორბანმა. ორბანის განცხადებით, ტრამპს აქვს საკმაოდ დეტალური გეგმები, როგორ დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გეგმები შეესაბამება უნგრეთის ინტერესებს.   „მას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო. ის ამბობს შემდეგს: ჯერ ერთი, რუსეთ-უკრაინის ომისთვის ერთ პენსაც არ გასცემს. ამიტომ ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინას დამოუკიდებლად ფეხზე დგომა არ შეუძლია. თუ ამერიკელები ევროპელებთან ერთად ფულს და იარაღს არ მისცემენ უკრაინას, ომი დასრულდება და თუ ფულს ამერიკელებიც არ მისცემენ უკრაინას, მაშინ ევროპელები მარტო ვერ დააფინანსებენ ამ ომს და ომი დასრულდება,“ - აღნიშნა ორბანმა. ორბანი ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს"  

ტრამპმა თაღლითობის საქმეზე $175 მილიონიანი გირაო გადაიხადა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმეზე გირაოს სახით დაკისრებული 175 მილიონი დოლარი გადაიხადა, რითაც თავიდან აიცილა აქტივების, მათ შორის, ნიუ-იორკში მდებარე ცათამბჯენ "ტრამპ-ტაუერისა" და ფლორიდის "მარ-ა-ლაგოს" რეზიდენციის ჩამორთმევა. მიმდინარე წლის თებერვალში ტრამპი დამნაშავედ ცნეს განზრახ ფინანსურ თაღლითობაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი ათი წლის განმავლობაში განზრახ ბერავდა საკუთარი ქონების ღირებულებას, რათა შეცდომაში შეეყვანა ბანკები და მიეღო უკეთესი სასესხო პირობები. თავდაპირველად ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს გირაოდ 464 მილიონი დოლარი დაუწესა, მაგრამ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შედეგადაც, გირაოს ოდენობა შემცირდა. თუ ტრამპი აპელაციას წააგებს, მას 464 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს. მანამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა 464 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაფარვას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფინანსურ კომპანიას მიმართა დახმარებისთვის.  

WP: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი უკრაინას ტერიტორიის დათმობისკენ უბიძგებს

ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტერიტორიის დათმობისკენ უბიძგებს. კერძოდ, ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებდა, უკრაინას მოუწოდებს, დათმოს ყირიმი და დონბასის ნაწილები. როგორც რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, მან ტრამპი გააფრთხილა პუტინისთვის ტერიტორიის გადაცემის წინააღმდეგ, რადგან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა საფასური უნდა გადაიხადოს. ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია განახლება: დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა განაცხადა, რომ „ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს, სიცრუეა.“ „ეს ყველაფერი The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციაა. ისინი ამას უბრალოდ იგონებენ. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვინც მკვლელობების დასრულების შესახებ საუბრობს. ჯო ბაიდენი კი, მეტი სიკვდილის შესახებ საუბრობს,“ - განაცხადა მილერმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ამერიკელების წინააღმდეგ“ წავა თუკი ის რუსეთის მხარდაჭერას აირჩევს უკრაინის გამო, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ცნობით. კიევში საუბრისას ზელენსკიმ განმარტა, რომ „ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, დონალდ ტრამპი იყოს (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ) პუტინის მხარეს.“ „ეს დაუჯერებელია,“ ციტირებს ზელენსკის სიტყვებც CNN. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ ტრამპი, რომელიც ასევე ამტკიცებდა, რომ არჩევის შემთხვევაში კონფლიქტს ერთ დღეში დაასრულებდა, არ ესმის პუტინის მიზნების. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ ის მას შეხვედრია, მაგრამ არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს...“  მე უკეთესად მესმის... ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა, რომ რომ რუსეთი „მილიარდებს“ ხარჯავს ომის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე და რომ მან წარმატებით გამოიყენა დეზინფორმაცია იარაღად -  გავლენა მოახდინა აშშ-ში დებატებზე. „უკრაინელი მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ავრცელებს რუსეთი ცრუ ნარატივებს,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია, მაგრამ  - ერთი პირობით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება. მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებს. „დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ,“– განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანეთის მაუწყებელ Channel 4 News-თან. ზელენსკიმ განმარტა, რომ თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების "ფორმულა", მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა

უკრაინაში მიმდინარე ომი და NATO-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა,“ ეს ის საკითხებია, რომლებიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განიხილეს. შესაბამისი ინფორმაცია ტრამპის კამპანიამ გაავრცელა. ტრამპის კამპანიის ინფორმაციით, მარ-ა-ლაგოში ვახშმის დროს, მათ „შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში მოახლოებულ არჩევნებზე და NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროება და უკრაინაში სისხლისღვრის დასრულება განიხილეს.“ ვაშინგტონში ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქემერონმა განაცხადა, რომ ვახშამი შეესაბამებოდა ბრიტანეთის მთავრობის მინისტრების წარსულ პრეცედენტს, როცა ვიზიტით ჩამოსული მაღალჩინოსნები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც მართავენ შეხვედრებს. მან უარი თქვა ტრამთან საუბრის დეტალების გამჟღავნებაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თემები განიხილეს. ბრიტანეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ ქემერონი არ შეხვდება რესპუბლიკელ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დროის გამონახვის სირთულის გამო. „დასავლეთის ძალებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში“ - ქემერონი ვაშინგტონში  

ქემერონის შემდეგ, ტრამპს პოლონეთის პრეზიდენტი შეხვდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა. დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს, თუმცა დეტალები არ გასაჯაროებულა. „მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარეთ. ჩვენ პოლონეთს მხარს ბოლომდე ვუჭერთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდასთან შეხვედრისას. ტრამპის კამპანიამ მცირე ინფორმაცია გაავრცელა შეხვედრის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ მათ განიხილეს დუდას წინადადება NATO-ს ქვეყნებისთვის, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე - პოზიცია, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე გაასაჯაროვა გასულ თვეში Washington Post-ის სტატიაში. სტატიაში დუდა ამბობდა, რომ „რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები და აგრესიული რევიზიონიზმი უბიძგებს მოსკოვს NATO-სთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ“ და რომ NATO მზად უნდა იყოს საფრთხესთან გასამკლავებლად. ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა